ონის რაიონში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ონის გამგებლის, გიორგი ლობჯანიძის, თქმით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. გამგებლის განცხადებით, ადგილობრივი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
რაჭაში უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, განსაკუთრებით კი, ქალაქ ონის მარცხენა სანაპირო დატბორა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, პარკისა და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი სახლების ეზოების ნაწილი.
ონის გამგებლის განცხადებით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.