თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ქართველი ბარიტონის ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე კი თეატრში, ლადო ათანელის საღამო გაიმართა. კონცერტზე შესრულდა სცენები ოპერიდან „ბედის ძალა“ და „ტოსკა“. მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსს პარტნიორობა იანო ალიბეგაშვილმა და ბადრი მაისურაძემ გაუწიეს.
საერთაშორისო წარმატების და მრავალი ჯილდოს მფლობელი ქართველი ბარიტონის დებიუტი, სწორედ ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1989 წელს შედგა.