პირიქთა ხევსურეთში, სტიქიის გამო, ისევ მძიმე ვითარებაა. ძიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე არღუნის დაგუბება გამოიწვია, რაც მიმდებარე სოფლებს და ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ძლიერმა წვიმამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩახერგა. მოსახლეობა შველას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, დამხმარე ტექნიკა რეგიონში ამ დრომდე არ ჩასულა, მოძველებული ტექნიკით კი სამაშველო სამუშაოები ჭიანურდება.