ფერეიდნელი ახალგაზრდები ქართულ ენას საქართველოში სწავლობენ. 12 ახალგაზრდა თბილისში ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და ხალხური სიმღერების შესასწავლად ჩამოვიდა. ისინი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მეცადინეობენ.
ჯგუფი ასევე საქართველოს რეგიონებშიც მოგზაურობს და ქართულ კულტურას ეცნობა.
პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი უკვე მეორედ აფინანსებს და მას ორგანიზებას "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება" უწევს.
მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფერეიდნელებს პირველ გიმნაზიაში შეხვდა. ახალგაზრდებმა მინისტრს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები ქართულ ენაზე გაუზიარეს.
პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება.