„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს ახალსოფლიდან ბერშუეთის მიმართულებით.
მსვლელობისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში ახალსოფელთან იკრიბებიან.
მსვლელობის მონაწილეები ბერშუეთისკენ გაემართებიან. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.