„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას აფუძნებს. ორგანიზაციის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ.
კონფერენციის მონაწილეებმა აირჩიეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამ მოვალეობებს აფხაზეთიდან დევნილი ბესო შენგელია შეასრულებს.
„ენმ“-ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნიკა მელიას, განცხადებით, ბესო შენგელია არის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის დევნილების პრობლემები და აფხაზებთან საუბარს რუსების გარეშე შეძლებს.
კონფერენციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.