სტიქიის გამო, რამდენიმე დღეა, გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ბევრეთი. ძლიერი წვიმის გამო, სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია, რის გამოც გადაადგილება ვერ ხერხდება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, თუმცა მძიმე ტექნიკა ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა.
ადგილობრივების განცხადებით, ცენტრალური გზა დაზიანებულია და ბოლო 2 დღის განმავლობაში გადაადგილება შეზღუდულია.
ბევრეთის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უყურადღებოდ არიან დატოვებულები. მათი თქმით, გამგეობიდან ჰპირდებიან, რომ მივლენ და დაეხმარებიან, თუმცა ამ დრომდე არავინ მისულა.
მცხეთის გამგეობის წარმომადგენლები "კურიერთან" აცხადებენ, რომ კვირა დღეს არ მუშაობენ, ხოლო სოფელ ბევრეთის გამგებლის წარმომადგენელი ზარებს არ პასუხობს.