18 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
სურამთან ტრაილერი ამობრუნდა

სურამთან ტრაილერი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთო ავტომობილს კომპანია „ნაბეღლავის“ ტვირთი გადაჰქონდა.

ტრაილერის მძღოლის განცხადებით, წინ ძაღლმა გადაურბინა, რის გამოც, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ამის შემდეგ მანქანაც გადაბრუნდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო სამსახური.

დღის ამბები