ზაჰესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანლიზაციო სისტემის არ არსებობის გამო, საცხოვრებელი სახლები იტბორება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდის რეაბილიტაციის დროს, ძველი მილები ამოიღეს და ახლით შეცვალეს.
თუმცა, ადგილობრივების თქმით, ახალი კი იმდენად მცირე ზომისაა, რომ უხვი ნალექის დროს, ფეკალური მასები პირდაპირ ცქვიტინიძის ქუჩის მცხოვრებლების სახლებში შედის.
ადგილობრივები ამ მილის დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალზეც საუბრობენ.
მოსახლეობა პასუხს მერიისგან ითხოვს, თუმცა არც ადგილობრივებს და არც „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს დედაქალაქის მერია პასუხს არ სცემს.
ხიდის რეაბილიტაცია სკანდალის მიზეზი უკვე არაერთხელ გახდა, რადგან დედაქალაქის მერიამ ძველის რეაბილიტაცია ვერ შეძლო, ახალი ხიდი კი რამდენიმე დღის წინ ჩაინგრა.
ზაჰესის ხიდი რეაბილიტაციის მიზნით, 3 წლის განმავლობაში გადაკეტილი იყო და ამ დროის განამვლობაში 3 მშენებარე კომპანია გამოიცვალა. ხიდის ერთი ნაწილის ჩამონგრევის გამო გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია.
ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციისთვის, საერთო ჯამში, 2 მილიონ ლარამდე არის გამოყოფილი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, თუმცა, სამუშაოებისთვის მხოლოდ მეოთხედია დახარჯული.