18 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
გაგრილების სისტემის არარსებობა და უხარისხო კალმები - ეროვნული გამოცდების ხარვეზები

აბიტურიენტები განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცუდად ორგანიზებაში ადანაშაულებენ. აპლიკანტები პრობლემად განსაკუთრებული სიცხის დროს საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობას ასახელებენ.

მომავალმა სტუდენტებმა ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს.

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, კი ამტკიცებს, რომ აპლიკანტებს გაგრილების სისტემა ზოგჯერ, პირიქით, ხელს უშლის.

აბიტურიენტები კიდევ ერთ პრობლემად სპეციალურ ე.წ. გელიან კალმებს ასახელებენ, რომლითაც მათ გამოცდის წერა უწევთ.

აპლიკანტების თქმით, კალმებიდან მელანი ჟონავს და ნაშრომს სვრის, დასვრილ ნაწერს კი სკანერი ვერ აღიქვამს. ამიტომ მომავალ სტუდენტებს ახალი კალმის მოთხოვნა და ტესტის თვიდან დაწერა უწევთ.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

 

დღის ამბები