18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
შეწყვეტილი თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - მსაჯს გულშემატკივრისგან ნასროლი ბოთლი მოხვდა

დაახლოებით, 10 წუთის წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო მატჩს ჩეხეთის ნაკრებთან ატარებდა.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტადიონზე ბოთლი ისროლა, რომელიც მსაჯს მოხვდა. დასისხლიანებულმა მსაჯმა სტადიონი დატოვა, შემდეგ კი მოთამაშეებმაც. თამაში მოგვიანებით განახლდა.

მატჩს 15 ათასზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა. 

დღის ამბები