18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ეს არის ჩვეულებრივი რუსული, ეფესბეშნიკური შემოგდებული თემა - მიშა მშვილდაძე ე.წ. "ქართველთა მარშზე"

პროდიუსერ მიშა მშვილდაძეს უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ ე.წ. "ქართველთა მარშის" დაფინანსებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ის ე.წ. "ქართული მარშის" უკან რუსულ კვალს ხედავს.

მან გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში მარშის ანალოგიაზეც ისაუბრა.

„სახელი რაც ჰქვია აქციას, გარკვეულ ანალოგიებს იწვევს. 2006 წელს პირველად ჩატარდა ასეთი აქცია რუსეთში და "Русский марш" ერქვა. ეს იყო რუსული ფაშისტური ორგანიზაციის მარში... ასე პირდაპირ სახელის დარქმევა მიუთითებს, რომ არც არავის მოუფიქრებია აქ ეს მარში. ეს არის ჩვეულებრივი რუსული, ეფესბეშნიკური შემოგდებული თემა, რომელიც არის ატაცებული, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები