18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
აქცია ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში - 34 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ექიმს აბრალებენ

აქცია ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში - 34 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმებს აბრალებენ და მათ პროფესიულ გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პაციენტმა ჭარბწონიანობის გამო კუჭზე ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა და მას შემდეგ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ექიმებმა ოპერაციის დროს საყლაპავი მილი დააზიანეს და პაციენტს დრენაჟიც არასწორად ჰქონდა გაკეთებული.

მათივე თქმით, 34 წლის ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დიაგნოზის გარეშე ბოლო რამდენიმე დღეა საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ქალბატონის თბილისში გადაყვანა ორჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ, პაციენტთან არც მოწვეულ ექიმს უშვებენ.

აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებასა ქირურგის, ზურაბ ჩიხლაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. 

 

დღის ამბები