კომპოზიტორთა კავშირს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კავშირის წევრებმა 5 კანდიდატიდან გიორგი შავერზაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს და წესდების თანახმად ამ თანამდებობას ის 3 წლის ვადით დაიკავებს.
გუშინდელ დღემდე კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის პოზიციას კახა ცაბაძე იკავებდა.
„ნამდვილად ვფიქრობ, რომ კავშირის საქმიანობას წარმართავს ისე, როგორც დღეს ესაჭიროება კავშირს,“ - განაცხადა კახა ცაბაძემ.