თუ თქვენ შეიძინეთ ან მიიღეთ სანელებლები საქართველოდან, სთხოვეთ თქვენს ექიმს ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე - ამ გაფრთხილებას მედიკოსები, ამერიკაში მცხოვრები ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს აძლევენ.
რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაავადებები, მენტალური განვითარების შეფერხება - ე.წ. ყვითელი ყვავილი, რომელიც საქართველოში იყიდება, ჯანმრთელობისთვის საშიშია. ტყვიით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით სარისკოა ორსულობის დროს და ბავშვებში.
ამ საფრთხის შესახებ ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ გაფრთხილებაშია ნათქვამი. დოკუმენტში წერია, რომ ტყვიის განსაკუთრებულად მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს საქართველოში შეძენილ ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში. ჩამონათვალშია: ყვითელი ყვავილი, სვანური მარილი, ხმელი სუნელი, მწარე წიწაკა, უცხო სუნელი, მშრალი აჯიკა, საცივის სუნელი.