საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დაბრუნებასა და მხარეთა კომპრომისის მნიშვნელობაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მსჯელობასა და განხილვებს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ხელისუფლება კომპრომისზე წავა.
„გაჯინიანება და მიღება კონსტიტუციის მეორე მოსმენით, რომელიც გააკეთა ხელისუფლებამ იყო მცდარი ნაბიჯი და თუკი მათ სურთ, რომ დარჩნენ და ლეგიტიმაცია შესძინონ კონსტიტუციას, მათთვის საჭირო პროცესებს, მათ დასჭირდებათ მონაწილეობითი პროცესის წარმართვა. თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ბუნებრივია, საკითხზე მიბრუნება შეიძლება, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლება მზად იყოს არსებით ცვლილებებზე კონსტიტუციაში ან მას ამის სურვილი ჰქონდეს,“,-,განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
სამოქალაქო სექტორი პროცესში ჩართვისა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლის შესრულებაზე მზადყოფნას, კიდევ ერთხელ გამოთქვამს.