უკვე ერთ საათზე მეტია მეხანძრეები ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრის ლოკალიზება სრულად ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბოლო მონაცემებით, ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-მდე მაღაზია დაიწვა. ამ დრომდე არსებობს იმის საშიშროება, რომ ცეცხლი მიმდებარე მაღაზიებზე გადავიდეს.
შემთხვევის ადგილზე სულ 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი იმდენად ძლიერია, რომ სამაშველო სამსახურმა დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდანაც გამოიძახა.
მოვაჭრეები გადარჩენილი პროდუქციის დამწვარი მაღაზიებიდან გამოტანას ცდილობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ცეცხლი დილის 07:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ადგილზე 150-მდე მაღაზიაა. ადგილზე ქალაქის მერი და ადგილობრივი ელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.