ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობენ. პარალელურად, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი უკვე დაკითხეს.
ხანძარი ფოთის ბაზარში 7 საათზე გაჩნდა. ცეცხლმა 70-მდე სავაჭრო ობიექტი გაანადგურა. აღმოჩნდა, რომ მოვაჭრეებს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. დღეს ერთ-ერთმა მოვაჭრემ თვითმკვლელობა სცადა.
რა ზარალი მიადგათ ხანძრის შედეგად მოვაჭრეებს, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას დღის ბოლომდე დაიწყებს. ხანძრის ადგილას დღეს ფოთის მერთან ერთად, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორიც იმყოფებოდა. ლევან შონიამ მოვაჭრეებს ბანკებთან მოლაპარაკებების პირობა მისცა.
ამ წუთებში დაზარალებულები საკუთარ მაღაზიებს ათვალიერებენ და გადარჩენილი პროდუქცია გამოაქვთ.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე