18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
122-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქცევითი დარღვევების გამო, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის გადაყვანას ითხოვს

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც შესაძლოა სკოლის გარეშე დარჩეს - პრობლემური ქცევის მქონე ბავშვს სკოლაში პედაგოგებთან კონფლიქტი აქვს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე 2 წელია 122-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. იმის გამო, რომ მოზარდს ქცევითი დარღვევები აქვს, მასწავლებლების ნაწილი და სკოლის დირექტორი ბავშვის სკოლიდან გაყვანას მოითხოვს. 11 წლის ლუკას დედა პედაგოგის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ყვება, რომ მასწავლებელმა ერთ-ერთ კლასელს საგაკვეთილო პროცესზე მისი შვილის ქცევების ჩუმად გადაღება დაავალა, რამაც ლუკას გაღიზიანება გამოიწვია.

საკუთარი არგუმენტები აქვთ მასწავლებლებსაც, რომლებიც ბავშვებს შორის გახშირებულ ინციდენტებზე საუბრობენ. ახალი სასწავლო წლიდან გაირკვევა სად გააგრძელებს სწავლას 11 წლის მოსწავლე.

დღის ამბები