18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ხანძარი ფოთის ბაზარში - ადგილობრივი ხელისუფლება მოვაჭრეებისთვის სესხის გადავადებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს 

ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. ცეცხლმა ორი ათას კვადრატულ მეტრზე მდებარე 70-მდე სავაჭრო ობიექტი რამდენიმე წუთში გაანადგურა. არც ერთი მათგანი დაზღვეული არ ყოფილა. მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება საბანკო სექტორთან მოვაჭრეებისთვის სესხის დასაფარად შეღავათების მინიჭებისთვის. მისივე მტკიცებით, უმეტეს მათგანთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„გამოძიების პირობებში იქნება დადგენილი დაახლოებითი ზარალის რაოდენობა. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დილიდანვე დავიწყეთ საბანკო სექტორთან მუშაობა, შუამდგომლობა და უმეტესი მათგანისგან მივიღეთ თანხმობა, რომ იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ გადაევადოთ დროში და ის პრობლემები იქნას გადაჭრილი, რომელიც აქვთ ამ დაზარალებულებს,“ - განაცხადა ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ.  

დღის ამბები