ხმაური ფოთის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე - ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ. მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
ფოთში ხანძრის შედეგად 70-მდე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.
„დადგინდეს ზარალი და დადგინდეს, რისგან გაჩნდა ეს ხანძარი. ჩვენს ვალდებულებას ჩვენ არ გავექცევით არსად. ვინ რას აანაზღაურებს, ამაზე არის იურისტები, დადებენ, ალბათ, დასკვნას და ასე უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ფოთის ბაზრობის მფლობელმა, ნოდარ კორსანტიამ.
მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ მომხდარი არ იყო შემთხვევითობა, თუმცა კონკრეტული ვერსიებზე საუბარი უჭირთ.