18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
ხანძარი ფოთის ბაზარში - დაზარალებული მოვაჭრეები პოლიციაში დაიბარეს

ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პოლიციაში არიან დაბარებული. გამოძიებას კითხვები აქვს დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელთა ნაწილი პოლიციის განყოფილებაში უკვე იმყოფებოდა. ისინი მანამდე აცხადებდნენ, რომ ცეცხლი ბაზარში განზრახ გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილის გამოკითხვა ფოთის პოლიციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა, ნაწილი კი მომდევნო დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკითხება.

პოლიციის შენობიდან გამოსული მოვაჭრეების თქმით, გამოძიებას მათგან აინტერესებდა თუ რა სახის ზარალი მიადგა თითოეულს და აქვთ თუ არა ვერსიები, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ხანძარი ფოთის ბაზარში გუშინ დილის 7 საათზე დაიწყო, დამწვარია 70-მდე ობიექტი. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას ქონება დაზღვეული არ ჰქონდათ.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები