18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
საქართველო-ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნა

დღეს საქართველო-ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდა ესპანეთის ელჩი საქართველოში.

რაფაელ მენდივილი ყურადღებას ამახვილებს სამომავლო გეგმებსა და ორ ქვეყანას შორის კავშირებზე.

„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვუჭერთ მხარს საერთაშორისო ფორუმებზე. ესპანეთი ასევე, ეხმარება საქართველოს, რომ გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვის სფერო, ფუნდამენტური მნიშვნელობის კანონები. თქვენი ქვეყანა ნამდვილად სამაგალითოა. ამ ქანდაკებას კი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის საქართველოში დარჩება და ქართველ ხალხს ყოველთვის გაახსენებს ესპანეთს,“ - აცხადებს რაფაელ მენდივილი.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში ესპანელი ხელოვანის მიერ შექმნილი სკულპტურა გაიხსნა.

დღის ამბები