18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ჩვენს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს რუსეთი განსაზღვრავს - ექსპერტები ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ 

საქართველოს ხელისუფლებას არასწორ პოლიტიკასა და საერთაშორისო ასპარეზზე უმოქმედობაში ადანაშაულებენ ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებას თბილისმა საერთშორისო მიმართულებით გააქტიურება უნდა დაუპირისპიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო სავალალო შედეგს მივიღებთ.

თინა ხიდაშელს არასწორი პოლიტიკის მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს.

„რუსეთი სამწუხაროდ განსაზღვრავს ჩვენს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს და ამ პროვოკაციებს, სხვადასხვა ამ ტიპის აგრესიულ ქმედებებს იყენებს იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი მან განსაზღვროს და შესაბამისად მიიღოს ის შედეგები, რაც ემსახურება მის დიდ სტრატეგიულ გეგმას. საქართველოში პოლიტიკური პროცესების პარალიზებას და ჩვენს შეჩერებას ევროპულ  და ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან,“-აცხადებს ბათუ ქუთელია.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშაოს სტრატეგია, რათა მოხდეს მცოცავი ანექსიის პრევენციული ზომების შემუშავება და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ჩვენ ყველაზე უფრო სამწუხარო რაც ამ მთელს პროცესში არის ის რაც მოვისმინეთ ამ დღეებში ბატონი ზურაბ აბაშიძისგან, რომელმაც ძალიან მშვიდად გვითხრა, რომ ეს ამბები მოხდება და ნუ ნერვიულობთო. თუკი სახელმწიფომ იცის, ჩვენ ეს არ ვიცოდით. პირველი რასაც დღეს სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, ეს არის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იქ მოსახლეობის გაფრთხილება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც აბაშიძის მიერ გაცხადებულ ტრაექტორიაზე ცხოვრობენ,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები