18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
არასამთავრობოები პარლამენტს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ინიციატივით მიმართავენ 

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ინიციატივით  მიმართვას.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უწყებამ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს, ხელმძღვანელი კი დამოუკიდებელი ფიგურა უნდა იყოს, რომელსაც პარლამენტი აირჩევს.

„პროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის თაობაზე, აბსოლუტურად არაეფექტურია და ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ამავე დროს მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ძალიან სერიოზული ინიციატივა იმისთვის, რომ მართლაც დამოუკიდებელი სტრუქტურა განიხილავდეს არასათანადო მოპყრობას სხვადასხვა ტიპის სამართალდამცავ სტრუქტურებში,“-აცხადებს ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი.

შეხვედრას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი დაესწრნენ.

„პრობლემები არსებობს ინსტიტუციური წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან,  ზოგადად ბრძოლასთან დაკავშირებით. შეიძლება სისტემური პრობლემები უფრო წარსულში იყო, მაგრამ დღესაც ათეულობით ფაქტია, სადაც გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვის ნიშნები. ჩვენ უკვე ოთხი წელია ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ამ სისტემური პრობლემის მოგვარება და ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება ინსტიტუციური ცვლილებები,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები