უკვე, დაახლოებით, 3 საათია, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი პოლიციის სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.
შესვლამდე ლეილა მუსტაფაევამ და მუხთარლის ადვოკატმა განაცხადეს, რომ მათ გამომძიებელი დაუკავშირდა და საქმის მასალების გაცნობა შესთავაზა.
მუხთარლის ოჯახი კი მასალების ასლების გადაცემას მოითხოვს, რადგან ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მასალებში მნიშვნელოვანია იმ ვიდეოჩანაწერების დეტალური ანალიზი, სადაც ჟურნალისტის გადაადგილების მარშრუტი ჩანს.