18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
სამარშრუტო ტაქსის დაყაჩაღების მცდელობა - ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა

ცოტა ხნის წინ ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ სამარშუტო ტაქსის დაყაჩაღება სცადა. ნომერ 102 სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ძარცვის მიზნით, ამავე სამარშრუტო ტაქსის მგზავრმა თანხა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ამის გამო მძღოლმა მართვა დაკარგა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო.

სამარშრუტო ტაქსის სხვა მგზავრებს დაზიანებები არ მიუღიათ.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინაროებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დღის ამბები