ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური შენობიდან ბათქაში ჩამონგრა და ფეხით მიმავალ ახალგაზრდა ქალს დაეცა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ბრიგადები.
დაშავებული ამ დროისთვის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ახლობლების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.