18 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
120 დღიანი პატიმრობის შემდეგ დავით ხარშილაძე ძალოვანების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს 

”ქრონიკა +”-ის რედაქტორის შვილი 120 დღიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე განაჩენს თავისუფლებაზე 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაელოდება. გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა ბრალდებულისა და მისი ადვოკატებისთვის, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე არ მოუთხოვიათ.

”ქრონიკა +”-ის რედაქტორის შვილი, რომლსაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, სასამართლოს საბოლოო გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდება. განაჩენის შემდეგ კი მისი თქმით, სარჩელის იმ ძალოვანების წინააღმდეგ შეიტანს, რომლებმაც ნარკოტიკები ჩაუდეს.

პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს მიხეილ თათარიშვილიც. პრეზიდენტის სიძის მეგობარი, რომლსაც გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას ედავებოდა, რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. თათარიშვილიც პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლას იწყებს. პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე რეაგირებას და გამოძიების დაწყებას ითხოვს სახალხო დამცველიც.

ბოლო დროს გახმაურებული საქმეებიდან, რომლებშიც პოლიციელებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ, გამოძიება მხოლოდ იმ პოლიციელების წინაამდეგ დაიწყო, რომლებმაც ”ბირჟა მაფიის” წევრები დაკავეს.

დღის ამბები