18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ამერიკაში დაკავებული მოკრივის ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ამერიკაში დაკავებული მოკრივის ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მაყვალა ხურციძე ამბობს, რომ მისი შვილის ანგარიშზე არსებული თანხა გაყინულია, რის გამოც ადვოკატისთვის ფულის გადახდას ვერ ახერხებენ. ამის გამო კი ადვოკატი სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს. ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

“ვთხოვ მთავრობას, დაეხმაროს ჩემ შვილს. არავინ არ შემომხმიანებია. ერთი ვიღაც იყო ფედერაციის უფროსი, ჩვენი სახელით არ გამოდისო და ჩვენ არ ვაფინანსებთო და აბა ვისი სახელით გამოდის ეს საქართველოს დროშა რომ უკავია?" - განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ ნათელა ხურციძემ.

დღის ამბები