18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული პაპუნა ნანეიშვილი 54 დღეა შიშილობს

იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა, ზუგდიდის ოლქის პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ბრალდებული გლდანის ციხეში 54 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.   

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხობის პოლიციამ ნანეიშვილს იარაღი ჩაუდო და მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრების თქმით, პროკურატურა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც ბრალდებულს იარაღი ჩაუდეს, გამოძიებას შეგნებულად არ იწყებს.

ოჯახის წევრები საქმეში გენინსპექციის ჩართვას, პოლიციელების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

დღის ამბები