30 სექტემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ქუთაისში "მაკდონალდსი" გაიხსნა

პოპულარულმა სარესტორნო გლობალურმა ქსელმა  მაკდონალდსმა ქუთაისში კიდევ ერთი რესტორანნი გახსნა. კომპანია საქართველოში უკვე 18 წელია, მოღვაწეობს.

მაკდონალდსის ახალი რესტორნის პროექტის შემუშავების პროცესში, გერმანელ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად, ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები.

მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 68 მილიონ ადამიანს ემსახურება.

საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს სულ 12 ობიექტს მოიცავს.

დღის ამბები