ხულოს რაიონის სოფელ ტუნაძეებში ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება 150 წლის ავარიულ შენობაშია. უკვე რამდენიმე წელია, მოსწავლეებს განათლების მიღება მძიმე პირობებში უწევთ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის დამატებით რამდენიმე ოთახს სხვა შენობაში ქირაობენ.
სოფელ ტუნაძეებში გაკვეთილი კარგ ამინდში ღია ცის ქვეშ ტარდება. სექტემბრიდან სწავლის გაგრძელდება მოსწავლეებს კვლავ ნაქირავებ შენობაში მოუწევთ.
სოფელი ტუნაძეების საჯარო სკოლა ავარიულ შენობაში დროებით უნდა განთავსებულიყო. ჩაშლილი ტენდერის გამო უცნობია, როდის შეძლებენ მოსწავლეები უკეთეს პირობებში სწავლას.
სოფელ აგარაში მცხოვრებ ბავშვებს ავარიულ შენობაში უწევთ განათლების მიღება. სოფელ აგარაში ახალი სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა ერთ წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სოფელ ტუნაძეების მსგავსად ტენდერი აქაც ჩაიშალა.
ხულოს მუნიციპალიტეტის ორივე სოფელში ახლა სასკოლო არდადეგებია. თუმცა უცნობია, შეძლებენ თუ არა სასწავლო წლის დაწყებას ახალ შენობაში.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.