დღეს უნდა გახდეს ცნობილი, შეიცვლება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის - საკითხის განსახილველად „სემეკი“ რამდენიმე საათში შეიკრიბება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ამ თემაზე მსჯელობა კომპანიის მიერ თებერვლაში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ხდება.
ხვალ კი, მარეგულირებელი კომისია უკვე „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქ-ორგ-გაზისთვის“ გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებზე იმსჯელებს.