“უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” პრეზიდენტი სამი წლის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია იქნება. ინაუგურაცია გენერალურ ასამბლეაზე ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ვიცე პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა, 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი და მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
კახა შენგელიამ საზოგადოებას გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ასოციაცია მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს.