18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ორი დღის წინ, შიდა ქართლიდან, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

შაბათს, შიდა ქართლიდან, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. სამივე მათგანი მწყემსია. ორი მათგანი, თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან გაიტაცეს, ხოლო აბესალომ კოკოლაშვილი ქარელის რაიონის სოფელ ამლევიდან. გატაცებული სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპანტების მიერ ახლადგავლებული ხნულების ახლოს, საქონელს მწყემსავდა.

ორივე შემთხვევაში, თვითმხილველები ამბობენ, რომ გატაცებულებს ე.წ. სასაზღვრო ზოლი არ დაურღვევიათ და რუსმა ოკუპანტებმა ისინი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.  

სავარაუდოდ, სამივე მათგანი  ჯარიმის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს.

დღის ამბები