ლოს ანჯელესში ლუკ ბესონის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. ვალერიანი და ათასობით პლანეტის ქალაქი, - ასე ეწოდება ფრანგი რეჟისორის სათავგადასავლო ფანტასტიკას, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები თამაშობენ.
ლუკ ბესონის ახალი ნამუშევარი დროში მოგზაური აგენტი ვალერიანისა და მისი მეგობრის, ლორელინის, თავგადასავალის შესახებ გვიამბობს.
ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე 21 ივლისიდან გამოვა.