18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ხარვეზები კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებებში - "IDFI" დამოუკიდებელი სამსახურის შექმნას ითხოვს 

"IDFI" ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მიუხედავად, მაღალი დონის კორუფცია ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაცია სისტემის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიიჩნევს, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სუს-ის ერთ-ერთ ფუნქციად აქცია.

„პირველი გამოვლენილი ხარვეზი, რაც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებებში გამოიკვეთა, ეს არის მათი დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს საზოგადოებრივი ნდობის დაბალ ხარისხს. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებათა შორის ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა მათ შორის,“ - განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა მარიამ თუთბერიძემ.

დღის ამბები