ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი დამფუძნებელმა, გია კორკოტაშვილმა გამოძიების კითხვებს უპასუხა. თბილისის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ, გია კორკოტაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
„გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, დაველოდოთ მომავალ მოვლენებს,“ - აცხადებს გია კორკოტაშვილი.
კომეტარი არ გააკეთა ასევე, კორკოტაშვილის ადვოკატმა.
„ძველი მოჭიდავე ვარ, ჭიდაობა დაგიწყოთ?“- მიმართა სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ კორკოტაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს.
კორკოტაშვილი სავარაუდოდ, თათია დოლიძის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის განცხადებას მოჰყვა. თათია დოლიძემ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას რუსული სცენარი უწოდა.