18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
კიდევ ერთ მუქარა სოციალურ ქსელში - "ევროპული საქართველოს" აქტივისტი ზაზა გაბედავას მუქარაზე საუბრობს

სოციალურ ქსელით მუქარის საქმეზე სავარაუდოდ, პოლიციას კიდევ ერთი მოკვლევის დაწყება მოუწევს. „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი, თამარ კაკაბაძე ამტკიცებს, რომ მოსკოვიდან „იბერიულ კავკასიური“ მოძრაობის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა მოკვლით დაემუქრა. დავის მიზეზიც ამჯერადაც საჯარო სივრცეში დაწყებული დისკუსიაა. 

დღესვე სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი და სამოქალაქო სოლიდარობის მოძრაობის დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი დაკითხეს. სამართალდამცველებმა კორკოტაშვილი თბილისის პოლიციის სამმართველოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ე.წ. ქართული მარშის მონაწილეები გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.

ემზარ კვიციანს კი კამერების წინ ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის შესაძლო მკვლელობის საქმეზე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაზე უნდა ესაუბრა, თუმცა მას ამის საშუალება მისივე თანაგუნდელმა ადა მარშანიამ არ მისცა.  

 

 

დღის ამბები