18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
პოლიტიკური ნაბიჯი - არასამთავრობოები მუხთარლის საქმეზე მაღალჩინოსნების გათავისუფლებას აფასებენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქმის პროკურატურისთვის გადაცემას დაგვიანებულად აფასებენ და კვლავ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

არასამთავრობოებს კითხვები აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრთან. მათი თქმით, გიორგი მღებრიშვილის პრესკონფერენციის შემდეგ, პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

„პროკურატურისთვის საქმის გადაცემა უკვე გვიანია, რადგან საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება სწორედ შს სამინისტროს მიერ იქნა მოპოვებული და ამგვარად, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი ისედაც ეჭვქვეშ დგას. მათ შორის, ამ ადამიანების გათავისუფლება, ძალიან გვიან ამ საქმის პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა იყო არსებითად პოლიტიკური ნაბიჯი,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ.

მესამე სექტორში სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზის დასახელებას ითხოვენ. მათი შეფასებით, ნიკოლაიშვილი-კუპრაშვილის გადაყენება ფორმალური პოლიტიკური ნაბიჯი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები