18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ - ოქროპირიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, ნაძალადევის რაიონში ოქროპირიძეების ოჯახს ესტუმრა. საცხოვრებელი სახლის კედელი ორი თვის წინ ჩამოინგრა, რის გამოც ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვით, ღია ცის ქვეშაა დარჩენილი.

ოჯახის ინფორმაციით, ნგრევა კედლის მომიჯნავედ დაზიანებულმა გზამ გამოიწვია. როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, მუნიციპალიტეტს არა ერთხელ მიმართეს არსებული პრობლემის მოგვარების თხოვნით.

მათი თქმით, ნაძალადევის გამგეობა, ოქროპირიძეებს ერთჯერად დახმარებას - 1500 ლარს სთავაზობს, რომელშიც დროებითი საცხოვრებლის ქირაც შედის და ჩამონგრეული სახლის სარემონტო თანხაც.

„პირდაპირი მოვალეობაა გამგეობის და მერიის, რომ ასეთ ოჯახს დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები