„ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა.
სტუმრები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
უწყების მაღალტექნოლოგიური და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და საქართველოს საპატიო კონსულებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ.