18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"როგორც დაწვეს, ისე აგვინაზღაურონ ზარალი" - "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრით შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა, კვლავ მიყენებული ზარალის დროული კომპენსაციაა. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი არ შეწყვეტენ აქციებს იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„კი არ დაიწვა, ჩვენი გაიქურდა და მერე დაწვეს. როგორც გაქურდეს, მიზანმიმართულად და როგორც დაწვეს, ისე აგვინაზღაურონ ზარალი, თორემ ჩვენ შევაკვდებით ამას. უკან დასახევი გზა არ გვაქვს,“ - განაცხადა დაზარალებულმა მოვაჭრემ, ჯული ელიავამ.

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებთან ერთად, აქციაზე „ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილიც იმყოფებოდა.

„მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, სანამ მათი პრობლემები არ მოგვარდება, ამ სიბინძურის ბუდეში, სადაც ბევრი სიბინძურე ხდება და სიბინძურე იგეგმება, არ მივცემთ უფლებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩაატაროს,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები