18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
დავით ბაქრაძე ახალციხეში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ახალციხეში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

16 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სოფელ სხვილისის მაცხოვრებლებს ნათესები და ხეხილი მთლიანად გაუნადგურა. მოსახლეობის თქმით, ნათესების განადგურების გამო, ბანკებიდან აღებულ სესხს ვერ ფარავენ.

როგორც დაზარალებულები დავით ბაქრაძესთან საუბარში აცხადებენ, მათთან ადგილობრივი ხელისუფლება არ გამოჩენილა და დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.

ევროპული საქართველოს ლიდერი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდნენ მოსახლეობის გასაჭირით და შუამდგომლობა გაუწიონ ბანკებთან კრედიტების გადავადებაში.

დღის ამბები