თემქაზე, ურეკის ქუჩაზე, 113-ე ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. შენობა დედაქალის მერმა ჩაიბარა. ორსართულიანი ახალი ბაღი სექტემბრიდან 400 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
ახალი შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულია.
ბაღის მოწყობა დედაქალის ბიუჯეტს მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.