18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის და შსს-ს წინააღმდეგ კერძო დაცვის ორი კომპანიის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში არსებითად განიხილავს კერძო დაცვის ორი კომპანიის სარჩელს პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს, როგორც კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე მაკონტროლებელმა ორგანომ და თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აღარ გააჩნდეს მაკონტროლებლის ფუნქცია იმ შემთხვევაში, თუკი ის კვლავ დარჩება მოთამაშე სუბიექტად კერძო დავის ბაზარზე,“ - განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ეს დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ზემოქმედებას იწვევს, რაც შეუძლებელს ხდის ამ სფეროში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

დღის ამბები