თბილისის ყოფილ მერს ვანო ზოდელავას ტრეპანაცია ჩაუტარდა. New Hospitals-ის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვანო ზოდელავა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
თბილისის ყოფილი მერი ქვემო ფონიჭალაში ავარიაში მოყვა, როდესაც აზერბაიჯანიდან საქართველოში ბრუნდებოდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთის მძღოლი 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.