18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
საქველმოქმედო სასტუმრო სნოს ხეობაში - გახსნას პატრიარქი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან

"ადამიანი შეიძლება დაიღალოს, მაგრამ იმდენი ძალა მოიკრიბოს, რომ გააგრძელოს თავისი გზა,"-ეგ განცხადება საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ახალი სასტუმროს "სნოს" გახსნაზე გააკეთა, სასტუმრო სნოს ხეობაში აშენდა და მისი მოგება სოციალურად დაუცველებს უნდა მოხმარდეს.

"ადამიანი შეიძლება დაიღალოს, მაგრამ იმდენი ძალა მოიკრიბოს, რომ გააგრძელოს თავისი გზა. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვან რეგიონში ესაა სნოს ხეობა, ხევი, რომელიც იცავს საქართვლოს ჩრდილოეთი მხარედან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს მატერიალური სარგებლით. ეს აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამშობლოს დასახმარებლად და მე ვაჩვენე ამის მაგალითი. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის - მოსავალი, ჰაერი. ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა ამიტომ ვისარგებლოთ ღვთის წყალობით. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა ესაა მკურნალი ადამიანისა. მე მადლობელი ვარ ყველასი ვინც მობრძანდა. ღმწრთმა დაგლოცოთ, რემერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,"- ბრძანა პატრიარქმა.

სასტუმრო "სნო" კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და შემოწირულობებით აშენდა. 

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.

„თქვენი ღვაწლი ქვეყნის სწორ განვითარებაში, იმაში, რომ ჩვენ ვართ გახსნილი საზოგადოება, საზოგადოება, რომელიც მიისწრაფვის ევროპული, კულტურული სივრცისკენ, მართლაც არ შეიძება არ შეფასდეს და დაფასდეს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სასტუმროს გახსნაზე სიტყვით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა.

„საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დღეს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სნოს ხეობაში სასტუმროს გახსნის სიმბოლურობაზე ისაუბრა.

„ეს საქმე თავის წვლილს შეიტანს საქართველოში მთის გაძლიერებაში, სულიერებისა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სასტუმროს გახსნაზე იმყოფებიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

დღის ამბები