18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო მას გიორგი აბაშიშვილმა ბათუმში გადასცა და განაცხადა, რომ ორდენი გადაეცა ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და პროფესიონალიზმისათვის.

დაჯილდოების ცერემონიას ქეთი მელუაც ესწრებოდა. გორის ქალთა კაპელა და ქეთი მელუა კონცერტს დღეს Black Sea Arena-ზე გამართავენ. აბაშიშვილის განცხადებით, დაჯილდოება Black Sea Arena-​ზე კონცერტის დროს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მათ ამის უფლება არ მისცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს არ დაუკონკრეტებია ვინ იყო წინააღმდეგი.

დღის ამბები